English / ქართული / русский /
ზურაბ ნოზაძე
,,მწვანეეკონომიკის” მნიშვნელობა და როლი მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ,,მწვანე ეკონომიკის” წარმოქმნის არსი და წინაპირობები, მოცემულია ,,მწვანე ეკონომიკის” მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში. გაანალიზებულია კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები რომლის გათვალისწინება უფრო მდგრად და კონკურენტუნაირიანს გახდის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. 

,,მწვანე ეკონომიკის” განვითარების პრობლემების კვლევას ბოლო წლებში დიდი ყურადღება ეთმობა მთელ მსოფლიოში. ,,მწვანე ეკონომიკის” განვითარება დაკავშირებულია ეკონომიკურ, სოციალურ-კულტურულ თავისებურე¬ბებთან, არსებულ ბუნებრივ რესურსებთან, ქვეყნის ცხოვრების დონესთან. ,,მწვანე ეკონომიკის” იდეა გლობალური მოდელის სახით მიღებულ იქნა 2008 წ. გაეროს მიერ მაშინ როდესაც მსოფლიო იდგა რიგი კრიზისების წინაშე როგორიც იყო კლიმატური კრიზისი, ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის ფაქტი, სათბობის კრიზისი, სურსათის კრიზისი, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი და სხვა.

მოცემული პრობლემების განხილვა მოხდა 2012 წლის კონფერენციაზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესახებ, რომელიც შედგა ბრაზილიაში. გარემოს დაცვის პროგრამა, რომელიც შეიმუშავა გაერომ განიხილავს მწვანე ეკონომიკას, როგორც ეკონომიკურ მოდელს, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას, უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობას, აგრეთვე ამცირებს ეკოლოგიურ რისკს და აბალანსებს ეკოლოგიას.

,,მწვანე ეკონომიკური” პოლიტიკა ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს, მიაღწიონ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს. მაგალითად, სუფთა ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვით, ენერგიის მიწოდების გაუმჯობესებით, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენებით, სუფთა წარმოებისათვის ინვესტიციების დახმარებით, სოფლის მეურნეობაში უფრო მდგრადი მეთოდების გამოყენების გზით ისეთი პროდუქტების წარმოებით, რომელიც უფრო უვნებელი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიღწევით და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციით მცირდება იმპორტის ღირებულება და უზრუნველყოფს სახელმწიფოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, აგრეთვე ზღუდავს ზემოქმედებას ბუნებრივ გარემოზე. ,,მწვანე ეკონომიკაზე” გადასვლა წარმოადგენს მთავარ მამოძრავებელ ძალას მდგრადი ეკონომიკური პროცესების უზრუნველსაყოფად.

,,მწვანე ეკონომიკაში” ბუნებრივი გარემო განიხილება არა როგორც ნარჩენების გაუვნებელყოფის ადგილი, არამედ გადამწყვეტი ფაქტორი ეკონომიკური ზრდისა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ გაუმჯობესებულ მდგომარეობას გრძელვადიან პერსპექტივაში. სხვა სიტყვებით, ეკოლოგიური ფაქტორები ,,კატალიზატორის” როლს თამაშობს ინოვაციების გამოყენებისათვის ,,მწვანე ეკონომიკაში”. ,,მწვანე ეკონომიკაში” ფაქტობრივი ,,ბუნებრივი გარემო” ძლიერ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე და სოოციალურ უზრუნველყოფაზე, აგრეთვე სოციალური სამართლიანობის გაუმჯობესებაზე.

საერთოდ, ,,მწვანე ეკონომიკაზე” გადასვლას აქვს ორი მთავარი გზა: განვითარებული ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ მყარი ფინანსური რესურსები, ხარისხიანი ადამიანური რესურსები, მოწინავე ტექნოლოგიები, ,,მწვანე ეკონომიკაზე” გადასვლა შეუძლიათ ინვესტიციების გზით, ეკონომიკის ახალი მიმართულების განვითარებით, სოციალური განვითარებით და ეკოლოგიური მდგრადობის გაუმჯობესებით, ხოლო განვითარებადმა ქვეყნებმა თანმიმდევრულად უნდა გადაიყვანონ ტრადიციული ეკონომიკა ეკოლოგიურ-თანამე¬გობრულ ეკონომიკაზე.

ამ დროისათვის ზოგი ქვეყანა იყენებს ძირითად ზომებს, როგორიცაა საინვესტიციო ხარჯების გაზრდა ,,მწვანე ეკონომიკის” სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, კულტურაში, ნარჩენების გადამუშავებაში, ტრადიციული ეკონომიკური შეგნების დონის ამაღლებაში, ეკონომიკის მართვის პოტენციალის გაძლიერებაში, სამუშაო ძალის სწავლებაში, რომლებიც მსახურობენ მწვანე ეკონომიკაში, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გაფართოებით ეკომარკირებაში, სახელმწიფო დანახარჯების შემცირებაში განუახლებელ ბუნებრივ რესურსებზე, იმ  ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ქსელების განვითარებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ,,მწვანე ეკონომიკის” მოდელზე გადასვლას, აგრეთვე ღონისძიებების სისტემების შექმნით (მაგალითად საქონლისა და მომსახურების სტანდარტებისა და წესების განახლება), საგადასახადო შეღავათების გაზრდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებასა და მომსახურებაზე, სამეცნიერო კვლევის ხელის შეწყობა, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა, გადასახადებისა და გადასახდელების გამოყენება ბუნებრივ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მინიმიზაციის მიზნით, სათათბირო გაზების გამოფრქვევისათვის გადასახადების ზრდა. შესაკრებელი, არაეფექტური ენერგიის გამოყენებისათვის, გადასახადი სატრანსპორტო საშუალებებზე, საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება  ეკონომიკური საქმიანობის მართვის მექანიზმის მიზნით განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის.

ინვესტიციები ,,მწვანე ეკონომიკაზე” და კლიმატის ცვლილების ადაპტაციაზე განვითარებად ქვეყნებში შეადგენს 50% გლობალური ,,მწვანე ეკონომიკის” საერთო კაპიტალური დაბანდებიდან.

მაკროეკონომიკური თვალსაზრისით მწვანე ეკონომიკის დანერგვა ზრდის ეკონომიკურ ეფექტიანობას, აფართოებს მთელი ქვეყნის საერთო სიმდიდრეს, რომელსაც მივყავართ აღდგენადი რესურსების განახლებისა და ეკოლოგიური რისკების შემცირებისაკენ. ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომელთაც რესურსები უნდა მიმართონ შიმშილის ლიკვიდაციასა და სიღარიბის შემცირებაზე, აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, ინვესტიციები განათლებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე, ბალანსირებულ სამუშაო ადგილების შექმნაზე და სამუშაო ძალების ოპტიმალურ განაწილებაზე. ამრიგად, ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და ,,მწვანე ეკონომიკის” ზრდა აუცილებლად უნდა იყვნენ დაკავშირებულნი შიმშილის ლიკვიდაციასა და სიღარიბის შემცირებაზე.

,,მწვანე ეკონომიკა” _ ეს არის ახალი კონცეფცია, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს სტანდარტული ეკონომიკური თეორია, არის მრავალი სხვადასხვა გაგება ამ კონცეფციის, ამიტომ ,,მწვანე ეკონომიკის” განვითარება განვითარებად ქვეყნებში წარმოადგენს შესწავლის პროცესს, ექსპერიმენტს და შემოქმედებას. კერძოდ, აუცილებელია, გავაკეთოთ განსაკუთრებული აქცენტები იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელიც ეხება ადამიანურ რესურსებს. ეს მოითხოვს მობილიზაციას, ინვესტიციური რესურსების კონცენტრაციას და ფინანსირების შე¬სა¬ბა¬მის, მისაღებ მექანიზმს, ამავე დროს, რესურსების განაწილება უნდა შეესაბამებოდეს ბაზრის სიგნალებს, წესებს, კანონმდებლობას.

ამასთან ერთად შეიძლება განვიხილოთ მოტივაციის შემდეგი მეთოდები: ,,მწვანე ეკონომიკისათვის” ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ; რესურსების მობილიზაციის ინტეგრაცია ,,მწვანე ეკონომიკის” განვითარების ინვესტირებისათვის და სოციალურ-ეკონომიკური განვი¬თა¬რებისა და დაგეგმისათვის, სახელმწიფო მმართველობის გაძლიერება, ეფექტიანი ექსპ¬ლუატაცია, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის შექმნა კლიმატის რე¬გულირებისა და ცვლილებისათვის. მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად ფონდის შემქნა სხვა ქვეყნის გამოცდილების საფუძველზე, ფინასირების სისტემის გადასინჯვა, საკრედიტო-საფინანსო ოპერაციების განვითარების პოლიტიკური სტიმულები, რომლებიც ეხება ბუნებრივი გარემოს დაცვას.

უნდა მოვძებნოთ ეკონომიკის განვითარების ახალი მოდელი, რომელიც არა მარტო აღადგენს ეკონომიკურ ზრდას კრიზისის შემდეგ, არამედ დაიცავს ბუნებრივ გარემოს, შეამცირებს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის რისკს, უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების რაციონალური და ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას, შეამცირებს საზოგადოებრივ უთანასწორობას და შექმნის პირობებს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის.

,,მწვანე” ეკონომიკის განვითარების მიზნით აუცილებელია განვახორციელოთ ორი ცვლილება: წარმოების სტრუქტურის ცვლილება უფრო ენერგოდამზოგავი და მასალადამზოგავი წარმოების მხარეზე, მცირე რაოდენობით გამონაბოლქვით და ნარჩენებით და განახლებადი რესურსების უფრო მაღალი გამოყენებით.

ეკოინოვაციები, ეკოდიზაინი, ეკოლოგიურად სუფთა წარმოება, პროდუქციაზე კომპლექსური მიდგომა, ბუნებადამცავი ტექნოლოგიების დანერგვა.

მოთხოვნილების სტრუქტურის ცვლილება ეკოლოგიურად სუფთა საქონლისა და მომსახურების მხარეზე (საზოგადოებრივი მომსახურება, კერძო საყოფაცხოვრებო მოთხოვნილება, კორპორაციული მოთხოვნილება).

,,მწვანე” ბაზრის განვითარება იწვევს ეკოინოვაციის, ეკოდიზაინის, ეკოლოგიურად უფრო სუფთა წარმოების კომპლექსურ მიდგომას პროდუქციის განვითარებაზე.

ეკოინოვაცია არის ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქციის დანერგვა, ახალი ტექნოლოგიის დანერგვა, ორგანიზაციული ცვლილება ან მარკეტინგული გადაწყვეტა, რომელიც ამცირებს ბუნებრივი რესურსების გამოყენებას (მათ შორის მასალებს, ენერგიას, წყალს, მიწას) და ამცირებს მავნე ნივთიერების გამოფრქვევას.

,,მწვანე ეკონომიკა” – ეს არის ეკონომიკა, რომელსაც მივყავართ ადამიანის კეთილდღეობის ამაღლებისა და სოციალური თანასწორობისაკენ, ეკოლოგიური რისკებისა და ეკოლოგიური დეფიციტის შემცირებისაკენ, კერძოდ ,,მწვანე ეკონომიკა” წარმოადგენს ეკონომიკის ან ეკონომიკური განვითარების მოდელს, რომელიც დაფუძნებულია მდგრად განვითარებასა და ბუნებათსარგებლობის ეკონომიკის ცოდნაზე. 

გამოყენებუილი ლიტერატურა

  1. Арутюнов Ю.А. ,,Повышение  роли  интеграции в разбитии  корпоративных  структур". Москва. 2012 г.
  2. Кудинова Г. Э. Парадигма перехода регионов к ,,зеленой  экономике и устойчивому раз­ви­тию". Москва. 2014 г.
  3. Крючкова О. М. Гузенко А. Д. ,,Зеленая Экономика" как элемент  устоичивого раз­ви­тия". современые  состояние и перспективы". Москва. 2016 г.